გამოძიება სწრაფად უნდა წარიმართოს - ციხელაშვილი გალში გარდაცვლილი კვარაცხელიას საქმეზე
სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ელოდებიან გამოძიების
შედეგებს ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან
დაკავშირებით, რათა ამის შემდეგ გადადგან შემდეგი ნაბიჯები.
„ჩემი პოზიცია ცალსახაა და ვერავის პოზიცია ამ საკითხზე ვერ იქნება სხვაგვარი. გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს, რაც შეიძლება სწრაფად და მასშტაბურად. გამოძიება ტარდება იმ პირობებში, როცა ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო დაკავების პერიოდში რუსულ სამხედო ბაზაზე და ეს უკვე თავისთავად ფაქტორი არის. რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნები, რომელსაც ველოდებით და რომელსაც ელოდება გამოძიება, იმისთვის რომ გარკვეული ფაქტები გახდეს უფრო ადვილად დასადგენი. რა თქმა უნდა ველოდებით და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დასკვნას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი სიტყვებითვე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე საუბარი იყო გარკვეული დამატებითი მასალების გაცვლის შესაძლებლობაზე:
„რა თქმა უნდა ქართული მხარისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ იმ ძალამ, რომელიც კონტროლს ახორციელებს და რომელმაც დააკავა ირაკლი კვარაცხელია, ყველა მის ხელთ არსებული მასალა წარმოადგინოს, რაც იქნება გამოძიებისთვის არსებული. აი აქ არის დღეს პოლიტიკური და სამართლებრივი ძალისხმევაც“, - განაცხადა მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილი დღეს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოებას დაესწრო ზუგდიდში. მანამდე კი არასამთავრობო სექტორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მისი ახალი პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“ გააცნო.
29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ცნობა 12 მარტს გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვერსიის არ სჯერა მის ნახევარძმას. ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი ეტყობა. გარდაცვლილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში 13 მარტს გადმოასვენეს.