ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის
პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი
გამოაცხადა.
თავშესაფარი სოფელ ჭითაწყარში უნდა აშენდეს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება და ენერგოეფექტური მშენებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა.
პროექტის მიზანია ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, მასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა, ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების მიხედვით, ცხოველთა კეთილდღეობაზე მონიტორინგი და პოპულაციის მართვა, კონტროლის ორგანიზება და აღრიცხვა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის გარდა, პროექტირებაზე ტენდერს ქუთაისისა და რუსთავის თავშესაფრების მოწყობაზეც აცხადებს. შესყიდვის ღირებულება 155 000 ლარია.
მიუსაფარი ცხოველების დაბინავების პრობლემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკვე წლებია აქვს. ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენება მოქალაქეებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მერიაში განაცხადეს, რომ ფინანსები ამისათვის არ არსებობს. ცოტა ხნის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2019 წელს ცხოველთა თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება, მათ შორის სამეგრელოშიც.
ქალაქის საკრებულომ მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხზე მუშაობა 2015 აპრილში დაიწყო.