ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ფოტოგრაფი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე, რომელიც დადიანების ეზოში მომხდარი ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა. შტაბის წარმომადგენელ ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, ამ ადამიანს დაპირისპირებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დღეს სამართალდამცველები, მათი ინფორმაციით გარკვეულ "პროვოკაციულ, არაკეთილსინდისიერ" კითხვებს უსვამენ.

ვაშაკიძე განმარტავს, რომ ხელისუფლება ჩვეული წესებით მოქმედებს, რომელსაც ყოველ არჩევნებზე იმეორებს. არჩევნების ბოლო კვირას კი, აღნიშნა - უკვე პროცესის კულმინაციასაც მიუახლოვდნენ. შტაბის წარმომადგენლის თქმით, "ქართული ოცნების" დავალებით მოქმედებენ ერთი და იგივე ჯგუფები, რომელთა უმრავლესობის ვინაობაც იდენტიფიცირებული აქვთ და ინფორმაციაც პოლიციას რამდენჯერმე მიაწოდეს, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, ოპოზიციის დასკვნით, ამ ქმედებების უკან ხელისუფლება დგას.

"ისინი სამართლებრივად, პოლიტიკურად და მორალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. შესაბამისად, ჩვენ კანონის ფარგლებში ყოფნით მივაყენებთ მათ უდიდეს პოლიტიკურ ზიანს. გაითვალისწინონ ის, რომ მუდმივად ოცნება ხელისუფლებაში ვერ დარჩება და ამ ქვეყანაში თუ აპირებენ ცხოვრებას, მოიქცნენ ისე, როგორც წესიერ მოქალაქეებს შეეფერებათ", - განმარტა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

მანამდე იგივე განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ. მისი თქმითაც, ეს ჯგუფები მმართველი პარტიის დავალებას ასრულებენ, რადგან ხედავენ, რომ მოსახლეობისგან მხარდაჭერა არ აქვთ. ამიტომ, "აგონიაში" არიან და შესაბამისადაც მოქმედებენ.

"იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ, ჩვენი ფოტოგრაფი მოიყვანეს და ჰყავთ დაკითხვაზე", - განმარტა ნაყოფიამ და ამ განცხადების შემდეგ პოლიციის სამმართველოში შევიდა ადვოკატ მირანდა გოგოხიასთან ერთად.

დადიანების ეზოში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. ამავე მედიის ცნობით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.