ახალი ამბები
დადიანების ეზოში მომხდარი ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - TI
FaceBook Twitter
E-mail Print
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამოეხმაურა ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ ინციდენტებს. მათი თდაქმით, საქმე ეხება სავარაუდო კანონდარღვევებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. ამასთან, შელახოს ადამიანის უფლებები.

ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, სასწრაფოდ გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და შესაბამისი პირები მისცენ პასუხისგებაში.

ასევე, მიმართავენ "ქართულ ოცნებას" და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს.

"გამჭვირვალობის" თქმით, 14 მაისს ტელეკომპანია "ოდიშმა" გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას რამდენიმე პირი გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს. გარდა ამისა, რამდენიმე პირი ჟურნალისტებზეც ძალადობს და ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში. არასამთავრობოს განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათთან საუბარში ასევე განაცხადეს, რომ ეს პირები სხვა დროსაც ცდილობდნენ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას.

მათივე თქმით, ეს ქმედებები ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რთული არ უნდა იყოს თავდამსხმელების იდენტიფიცირება.

"დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. აუცილებელია, დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა და შინაარსი.

გარდა ამისა, 13 მაისს "რუსთავი 2"-ზე გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ღიად აცხადებდა, რომ მათი ხმების სანაცვლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფულად დახმარებას სთავაზობდნენ. ასეთი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შს მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ყვლა ინციდენტს დეტალურად გამოიძიებენ და დამნაშვეები, პოლიტიკური კუთვნილებისგან განურჩევლად მიეცემიან პასუხისგებაში.

განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაავრცელა დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

დადიანების ეზოში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

დღესვე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გავრცელებულ კადრებში, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია უცნობ პირს ესაუბრება, რომ აქვს დავალება გამოიყენონ ნებისმიერი მეთოდი, ამორჩევლის მოსყიდვა, დაშინება და გატაცება. საკრებულოს წევრმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ კადრები დამონტაჟებულია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ანაკლიაში ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის
00:04 / 17.07.2019
ანაკლიაში ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში
ცვლილებები შევა,
17:41 / 16.07.2019
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილებები შევა,
ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ
17:40 / 16.07.2019
ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2019" გაიხსნა [ვიდეო]
„აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ სიტყვებით
მეგრული ნავის ერთადერთი ოსტატი ანაკლიაში [ვიდეო]
მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით
სახლს მიღმა ბარიერია [ვიდეო]
53 წლის რუსლან საჯაიას დილა ჩვეულებრივ იწყება
ზუგდიდელების აზრი აქციის დარბევაზე - [ვიდეო]
რას ფიქრობენ ზუგდიდის მცხოვრებლები თბილისში,
ფოტო
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
როგორი ეზოები აქვს ზუგდიდში კორპუსებს [ფოტო]
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოები ის ადგილია,
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად თვალი წითლად შეიღებეს [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარში დაწყებული აქცია "სირცხვილია", სადაც
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.