ახალი ამბები
გაერთიანებულმა ოპოზიციამ საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა დატოვა
FaceBook Twitter
E-mail Print
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა დატოვეს. განცხადება გააკეთა ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ. მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე საოლქოდან უბნების ნაწილში წაღებული სამაგიდო სიების და რეგისტრაციის ბეჭდების ნაწილი დაბრუნებულია. მისივე სიტყვებით, ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომის და რეგისტრაციის ახალი ბეჭდების თბილისიდან ჩამოტანის შესახებ უცვლელია. ოპოზიცია საოლქო კომისიასთან ხვალ დილიდან ისევ შეიკრიბება.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ საოლქო კომისია პირად ოფისად გადააქცია, მაგრამ სიების უმრავლესობა და ბეჭდების უმრავლესობა დავაბრუნებინეთ. პროცესი გრძელდება, ამიტომ ჩვენი წარმომადგენლები კომისიაში ამ საღამოს რჩებიან. ჩვენ აქ ხვალ ისევ შევიკრიბებით და გავაგრძელებთ ჩვენს მოთხოვნას. ვითხოვთ, ბეჭდების შეცვლას და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას“, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა. 

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 2 დღისა უნდა გაცემულიყო. მირანდა მესხმა სამაგიდო სიების რამდენიმე უბნის გადაცემაზე თავდაპირველად თქვა, რომ ეს შემთხვევით მოხდა, თუმცა ცოტა ხანში განმარტა - ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ
კვარაცხელიას განცხადებით,
15:52 / 04.04.2020
წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თამარ კვარაცხელიას განცხადებით,
მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს
ვადევნებ
14:24 / 04.04.2020
მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული რაოდენობა კიდევ 1-ით
გაიზარდა.
13:29 / 04.04.2020
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული რაოდენობა კიდევ 1-ით გაიზარდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით,
სავარაუდოდ
13:28 / 04.04.2020
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სავარაუდოდ
ვიდეო
ბოსტნეულის კანფეტები „კოპეშონისგან“ [ვიდეო/ფოტო]
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
როგორ იცავთ თავს კორონავირუსისგან - გამოკითხვა [ვიდეო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
229 სიტყვა 30 წამში - ზუგდიდელმა მოზარდმა ემინემის რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის,
კორონავირუსის მიზეზით, სოხუმმა შესაძლოა ენგურის ხიდი ჩაკეტოს [ვიდეო]
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ფოტო
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო განსაკუთრებული მკაცრი კონტროლის
ექიმების საახები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალეს [ფოტო]
კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულ და მძიმე პირობებში
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
ზუგდიდი კორონავირუსის წინააღმდეგ [ფოტო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.