ახალი ამბები
მორიგი შოუსთვის სხდომას ვერ გავმართავ - ოლქის თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა არ დააკმაყოფილა კომისიის წევრების "ნაციონალური მოძრაობიდან" მაია გაწერელიას და "ევროპული საქართველოდან" ბაგრატ ქირიას განცხადება, სხდომის ჩანიშვნის შესახებ. მისი განმარტებით, ეს საკითხი სხდომაზე განხილვას არ ექვემდებარება. 

ოლქის თავმჯდომარის მტკიცებით, მას სამაგიდო სიების უბნებზე გაცემით კანონი არ დაურღვევია. ამბობს, რომ არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი დღისა ეს სიები უბნებზე ნაწილდება. თუმცა რადგან ამ შემთხვევაში გაჩნდა კითხვები გამჭვირვალობასთან, უსაფრთხოებასა და სანდოობასთან დაკავშირებით, სიები უკან დააბრუნეს და დაითვალეს. მირანდა მესხის თქმით, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სიები ზოგადად არ ილუქება. დღეს რამდენიმე უბანს კი იმიტომ გადასცეს, რომ დიდი ოლქია და ყველგან მათი მიტანა ერთ დღეში პრაქტიკულად შეუძლებელია.

რაც შეეხება ბეჭდებს, ოლქის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ბეჭდები არ მობრუნდება, რადგან ისინი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გასცეს.

"ბეჭდის მთლიანობა როცა დაირღვევა, ამას უბანზე ვნახავთ. ორი დღით ადრე რომ გავცე სიები, არც იმ დროს იმყოფება დაცვის პოლიცია უბანზე. 12 საათით ადრე შედის უბანზე. სიები ადგილზეა. გაცემულ ინვენტარზე პასუხს აგებს საუბნო საარჩევნო კომისია. გაცემული არ არის ბიულეტენების ბლოკნოტები. რა უნდა გაყალბდეს ხალხო, ორ დღეში არის არჩევნები კარს მომდგარი და მორიგი შოუსთვის სხდომას ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავმართავ", - აღნიშნა მირანდა მესხმა, რომელსაც დღეს რამდენჯერმე მოუწია სიებთან და ბეჭდებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.

მირანდა მესხმა სამაგიდო სიების რამდენიმე უბნის გადაცემაზე თავდაპირველად თქვა, რომ ეს შემთხვევით მოხდა, თუმცა ცოტა ხანში განმარტა - ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა უკვე დატოვეს.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომის და რეგისტრაციის ახალი ბეჭდების თბილისიდან ჩამოტანის შესახებ უცვლელია. ოპოზიცია საოლქო კომისიასთან ხვალ დილიდან ისევ შეიკრიბება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
15:53 / 17.02.2020
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
82 წლის ასაკში კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი,
საქართველოს
13:26 / 17.02.2020
82 წლის ასაკში კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს,
13:11 / 17.02.2020
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს,
ხანძრის შედეგად დაზიანებული ერგეტის საბავშვო ბაღის
აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.
12:57 / 17.02.2020
ხანძრის შედეგად დაზიანებული ერგეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში ცოტა ხნით გათოვდა. თოვა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. 14 თებერვლის ჩათვლით
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.