ახალი ამბები
ზუგდიდის საოლქო კომისიას კანონი არ დაურღვევია - ცესკო
FaceBook Twitter
E-mail Print
ცესკოს განცხადებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არ დაურღვევია. მათი განმარტებით, უბნებისთვის სამაგიდო სიების და ბეჭდების გადაცემა კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, კანონთან შესაბამისი ქმედება იყო.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებს შესაბამის ინვენტარს და დოკუმენტაციას კანონის მოთხოვნების სრული დაცვით გადასცემს, კონკრეტულად ზუგდიდის ოლქში კი, საარჩევნო უბნების რაოდენობის მიხედვით, ეს პროცესი გადანაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭვირვალედ.

"კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის, მათ შორის სამაგიდე ვერსიის გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, ანუ ამ შემთხვევაში, ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს", - განმარტა მან.

ანა მიქელაძისვე ინფორმაციით, უბნებისთვის გადაცემული კომისიის და რეგისტრატორის ბეჭდები კანონის შესაბამისადაა დალუქული, მათ კი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს გახსნიან, ამიტომ, ამ ბეჭდების რაიმე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია.

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი მოითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომას და იმ მიზეზით, რომ უბნებზე კანონდარღვევით მოხდა გატანა, არსებული რეგისტრაციის ბეჭდების ახლით შეცვლას.

ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის ფაქტიც, რომ მირანდა მესხმა წუხელ ასევე არ დააკმაყოფილა კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების განცხადება, კომისიის სხდომის დანიშვნის შესახებ. თქვა, რომ ეს საკითხი სხდომაზე განხილვას არ ექვემდებარება.

ოლქის თავმჯდომარის მტკიცებით, მას სამაგიდო სიების უბნებზე გაცემით კანონი არ დაურღვევია. ამბობს, რომ არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი დღისა ეს სიები უბნებზე ნაწილდება. თუმცა რადგან ამ შემთხვევაში გაჩნდა კითხვები გამჭვირვალობასთან, უსაფრთხოებასა და სანდოობასთან დაკავშირებით, სიები უკან დააბრუნეს და დაითვალეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა ღამის 2 საათისთვის დატოვეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.