ახალი ამბები
ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ წუთებში ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. მათ აქვთ იგივე მოთხოვნები, რაც წუხელ გააჟღერეს. კერძოდ, შტაბის წარმომადგენელ ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ისინი მოითხოვენ გადადგეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი და მიეცეს ის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

მისი თქმით, ცესკომ დღეს განაცხადა და აღიარა შეცდომა, რომ შეცვლის რეგისტრატორის ბეჭდებს, თუმცა იყო გაყალბების მცდელობა, რაც აღკვეთეს. ოპოზიციის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი გაყალბებას არ დაუშვებენ.

რაც შეეხება გეგმებს, ამბობს, რომ მოვლენების განვითარების შესაბამისად იმოქმედებენ.

შეკრებილებს ამ წუთებში ნიკა მელიაც შეუერთდა.


14 მაისს, გვიან ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრების თქმით, ეს იყო არჩევნების გაყალბების მცდელობა. რასაც საოლქო კომისია უარყოფს.

თავის მხრივ, ცესკოც ირწმუნება, რომ საოლქო კომისიას კანონი არ დაურღვევია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი
განცხადებით,
18:41 / 19.08.2019
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით,
ზუგდიდის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს
მოტოციკლეტი და სატვირთო
17:53 / 19.08.2019
ზუგდიდის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლეტი და სატვირთო
სენაკში, იუსტიციის ახლადაშენებული სახლის წინ, ტროტუარზე, წყლის
გუბეში პროტესტის ნიშნად
17:06 / 19.08.2019
სენაკში, იუსტიციის ახლადაშენებული სახლის წინ, ტროტუარზე, წყლის გუბეში პროტესტის ნიშნად
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.