განცხადებები უბნებისთვის სამაგიდო სიებისა და ბეჭდების გადაცემაზე თითიდან გამოწოვილია - „ოცნების“ შტაბი
ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა ზუგდიდის საოლქო კომისიაში
14 მაისს მომხდარს, კერძოდ, სამაგიდო სიებისა და რეგისტრატორების
ბეჭდების უბნებზე გადაცემის შემდეგ მომხდარ მოვლენებს.
„ეს არის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რომ მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, კონკრეტული და ნათელი განმარტებები გააკეთა ცენტრალურმა სარჩვენო კომისიამ. რომ არცერთი ნორმატიული აქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და კომისია მოქმედებსა რეგლამენტით გათვალისწინებული მუხლებით, თუმცა იმისათვის, რომ არ იყოს რაიმე შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელახლა დაამზადებენ ბეჭდებს და ხელახლა გადაუგზავნიან უბნებს.
ვთვლი, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, ნათელია,რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს იგებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მშვიდად შევხვდეთ ამ პროცესს ის აჟოტაჟი, რომელსაც ტეხავს „ნაციონალური მოძრაობა“, განპირობებულია, იმით, რომ აქვთ უშინაარსო და უშედეგო საარჩევნო კამპანია, ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ ამ არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ და 19 მაისს ვიზეიმებთ გეგა შენგელიას გამარჯვებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
14 მაისს, საოლქო კომისიამ რამდენიმე საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიები და რეგისტრატორების ბეჭდები გასცა. რაც ოპოზიციის განცხადებით, იყო არჩევნების გაყალბების მცდელობა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის საარჩვენო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს კანონი არ დაურღვევია. მათი განმარტებით, უბნებისთვის არ დაურღვევია. მათი განმარტებით, უბნებისთვის სამაგიდო სიების და ბეჭდების გადაცემა კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, კანონთან შესაბამისი ქმედება იყო.კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, კანონთან შესაბამისი ქმედება იყო.
დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მოითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომას.