ახალი ამბები
რაც უფრო ბევრ სიყალბეს ჩაიდენენ, მით უფრო მწვავე იქნება ჩვენი აქციები - ოპოზიცია [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მარტივად შეგვეძლო გზა გადაგვეკეტა, მაგრამ შეგნებულად არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის უკანასკნელი ასეთი პოზიცია. რაც უფრო ბევრ სიყალბეს ჩაიდენენ, მით უფრო მწვავე იქნება ჩვენი აქციები, გზებიც გადაიკეტება და ოფისების პიკეტირებაც იქნება, დღს ამით ვასრულებთ - ამ სიტყვებით მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ბაჩუკი ქარდავამ საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებილ მომხრეებს და აქციაც დასრულდა.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, მათი საპროტესტო გამოსვლები მოვლენების განვითარების მიხედვით დაიგეგმება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მოთხოვნები არის კონკრეტული და უცვლელი - გადადგეს მირანდა მესხი და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რადგან მას ჰქონდა არჩევნების გაყალბების მცდელობა. ასევე უფლება-მოსილება შეუწყდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გია დანელიას.

ნიკა მელიას განცხადებით მათი მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც მონაწილეობას იღებდა დადიანების მუზეუმის ეზოში 14 მაისს მომხდარ ინციდენტში.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას დღეს აღნიშნეს, რომ მათ პირველ გამარჯვებას უკვე მიაღწიეს, როცა საოლქო კომისიას უბნებიდან მოატანინეს ვადების დარღვევით გატანილი სამაგიდო სიები, მორიგი გამარჯვება მათი სიტყვებით, იქნება მირანდა მესხის გადადგომა და შემდეგ უკვე არჩევნებში გამარჯვება.

თავის მხრივ, დღეს ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მირანდა მესხის განცხადებით, კომისიის წევრები უბნებიდან მობრუნებულ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებს ამოწმებენ, თუმცა ოპოზიციას ამ პროცესის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ სინამდვილეში სამაგიდო სიები "თემად ააგორა" და შემდეგ მიატოვა. მირანდა მესხმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონი არ დაურღვევია და დასძინა, თუ ოპოზიცია მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, უნდა დაამტკიცონ და ალბათ დაამტკიცებენ, რასაც ამბობენ.

კომისიის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობდან", მაია გაწერელიას თქმით, მოტანილი ბეჭდების და სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობს და ამ ეტაპზე დარღვევა არ დაუფიქსირებია.

ოპოზიციის უკმაყოფილება ჯერ კიდევ 14 მაისს დაიწყო, როცა ამომრჩეველთა სამაგიდო სიები საარჩევნო უბნებს, ოპოზიციის მტკიცებით, კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადასცეს, რაც მათი მხრიდან გაყალბების მცდელობად შეფასდა. თავის მხრივ, ცესკოც ირწმუნება, რომ საოლქო კომისიას კანონი არ დაურღვევია, თუმცა რეგისტრატორის ბეჭდებთან დაკავშირებით განმარტავს, რადგან იყო "სპეკულაციები", ბეჭდებს შეცვლიან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.