ახალი ამბები
ბრალდებულის მამამ შს მინისტრის მოადგილისგან დაპირება მიიღო
FaceBook Twitter
E-mail Print
დაკავებული ბესიკ დგებუაძის მამა ვლადიმერ დგებუაძე შეხვდა შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავას. მინისტრის მოადგილემ უთხრა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის და ინფორმაციას არ ფლობს. ამიტომ, დაკავებულის მამამ მას მიაწოდა ცნობები, თუ რა მოხდა სინამდვილეში. სანაცვლოდ მიიღო პირობა, რომ გიორგი გახარიას მოახსენებდა ამ ყველაფერს.

"არ უთქვია, აქ არის მინისტრი, არ არის. დაველოდოთ. აქ ვიქნებით. დაელოდეთო და ველოდებით", - აღნიშნა ვლადიმერ დგებუაძემ.

აქციის მონაწილე ბესო ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მთელი სოფელი თანახმაა ბესიკ დგებუაძეს თავდებად დაუდგეს, რადგან გათავისუფლების შემთხვევაში ის არსად არ წავა, რადგან კრიმინალი არ არის.

მინისტრის მოადგილის ნათქვამის, რომ არ იყო საქმის კურსში ბესიკ დგებუაძის საქმესთან დაკავშირებით, არ სჯერა ზუგდიდის მერობის კანდიდატ თენგიზ ჯგუშიას. ამბობს, რომ ლევან კაკავა სინამდვილეში იტყუება, რადგან სამეგრელოშია გახარიას მიერ მოვლინებული ყველა პრობლემის შესასწავლად.

"კაკავა დღეს არის მთავარი მაყურებელი, გახარიას უყვარს ეს სიტყვა, სამეგრელოსი და მარათავს აქ გახარიას უშუალო დელეგირებით წინასაარჩევნო პროცესებს ოცნების სასარგებლოდ", - განმარტა მან.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის წინ სამინისტროსგან პასუხის მოლოდინში.

საქმე ეხება გასული წლის ნოემბერში ზუგდიდში, საჯვაროს უბანში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც რამდენიმე პირმა ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი დაკავებული ბესიკ დგებუაძე, რომელსაც ინციდენტისას, ოჯახის მტკიცებით 4 ტყვია მოხვდა. თუმცა არ დაუკავებიათ დავით სვანიძე, რომელსაც მაღალჩინოსანი პოლიციელები მფარველობენ, და რომელიც მათივე თქმით, ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილეა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
15:54 / 27.05.2019
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
14:05 / 27.05.2019
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.