ახალი ამბები
ზუგდიდში ერთმანეთს ოპოზიცია და საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ წუთებში ხმაურია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ, სადაც გაერთიანებული საკრებულოს წევრ გია დანელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე განცხადება შეაქვთ საკრებულოში. ოპოზიციის წარმომადგენელი ნიკა მელია საკრებულოს თავმჯდომარე თაზო ფაცაცია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელ ლაშა გვასალიას დაუპირისპირდნენ კანცელარიაში. ერთმანეთს ხელით რამდენჯერმე უბიძგეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს, ნიკოლოზ დიასამიძეს მიმართავს მელია, რომ ეს ადამიანები გაიყვანონ ოთახიდან და მიეცეთ მშვიდ ვითარებაში განცხადების შეტანის შესაძლებლობა.

პარარელურად, შენობის გარეთაც დაპირისპირებაა, სადაც ოპოზიციის შტაბის წარმომადგენელი ანა წითლიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას მიმართავს, რომ უკვე დიდი ხანია აქ დგას და ზემოთ ასვლის საშუალება არ აქვს. წითლიძის თქმით, სწორედ გია დანელიაა ამ საკრებულოს სირცხვილი და მას უნდა უკეტავდნენ კარს. ბესიკ ჭეჟია კი ამბობს, რომ კარი არავისთვის არ არის ჩაკეტილი. მისი თქმით, ძალადობაა ის, რაც ახლა გარეთ ხდება. 

"განცხადების შემოტანას საკრებულოში არ სჭირდება 200 კაციანი აქციით მოსვლა. მითუმეტეს დეპუტატებისთვის. ეს კარგად იცის ანა წითლიძემ. პოლიციის მოვალეობაა მართლწესრიგის დაცვა. როცა 200 კაცი შტურმით მოდის წერილით დასარეგისტრირებლად, პოლიციამ უნდა უზრუნველყოს წესრიგი", - განმარტა მან.


შენობის გარეთ შეკრებილები სკანდირებენ - "ზუგდიდი ჩვენია", "ვერ გააყალბებთ", "ფაცაცია კრიმინალი", "შეუჩერდეს გია დანელიას დეპუტატის უფლებამოსილება". ისმის სასტვენების ხმა.

ადგილზე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, მათ შორის ნიკა მელია და თინა ბოკუჩავა.

რამდენიმე წუთის წინ მოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე.

ჟურნალისტების ნაწილს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ცოტა ხნის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ დღეს საოლქო პროკურატურას, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გუშინ, 14 მაისს დაიწყო გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე.

საქმე ეხება "რუსთავი 2-ის" ცნობით საკრებულოს წევრ გია დანელიას, სადაც ის უცნობ პირს ესაუბრება, რომ აქვს დავალება გამოიყენონ ნებისმიერი მეთოდი, ამორჩევლის მოსყიდვა, დაშინება და გატაცება.

ბრალდებებს დეპუტატი უარყოფს და ამბობს, რომ ჩანაწერი გაყალბებულია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, 13-დან 17 ივლისის ჩათვლით,
ენგურის ხიდი ისევ გაიხსნება.
16:40 / 10.07.2020
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, 13-დან 17 ივლისის ჩათვლით, ენგურის ხიდი ისევ გაიხსნება.
ორი ადამიანი გარდაიცვალა ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხობის
სოფელ პატარა ფოთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის
16:37 / 10.07.2020
ორი ადამიანი გარდაიცვალა ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხობის სოფელ პატარა ფოთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის
კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის
მონიტორინგი დაასრულა,
15:32 / 10.07.2020
კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა,
აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ივლისის გამოცდაზე
გავიდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის
14:03 / 10.07.2020
აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ივლისის გამოცდაზე გავიდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის
ვიდეო
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა სკეიტერები არიან და ზაფხულობით, ყოველ საღამოს იუსტიციის სახლის
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.