ახალი ამბები
დეპუტატს უფლებამოსილება ამ ეტაპზე არ შეუწყდება - საკრებულოს თავმჯდომარე
FaceBook Twitter
E-mail Print
საკრებულოს თავდმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეფერხდა შენობაში შემოსვლა, სადაც ოპოზიციას განცხადება უნდა დაერეგისტრირებინა, ის არის, რომ ერთდროულად ბევრი ადამიანი მოაწვა საკრებულოს. სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, არანაირ პრობლემას ეს პროცედურა არ წარმოადგენს.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მიზანმიმართულად მოხდა პროვოკაციის მოწყობა. მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს მოუხადა ბოდიში, თუკი რაიმე შეფერხება იყო მათ შიგნით შეშვებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დეპუტატ გია დანელიას, რომლისთვისაც ოპოზიცია უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს გავრცელებული ფარული ჩანაწერის გამო, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ჩანაწერი ნახა. მისი თქმით, ახლა დგინდება მისი ავთენტურობა. განმარტა, რომ იმოქმედებენ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არავის ხელის დაფარებას, განმარტა - არ აპირებენ და ვინც არ უნდა იყოს, კანონი აღსრულდება.

მამუკა წოწერიას განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ ხედავენ საფუძველს კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს, რომ ყველა მათგანს არ მიეცა შესაძლებლობა, შემოსულიყო შენობაში, სადაც მათ დაარეგისტრირეს განცხადება რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, სადაც უნდა იმსჯელონ დეპუტატ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. მისი განმარტებით, ის, რაც ჩანწერში ისმის, სისხლის სამართლის დანაშაულია.

განცხადების დარეგისტრირებას დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. პარარელურად, დაპირისპირება იყო შენობის გარეთაც, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ შკრებილები. ისინი სკანდირებდნენ - "ზუგდიდი ჩვენია", "ვერ გააყალბებთ", "ფაცაცია კრიმინალი", "შეუჩერდეს გია დანელიას დეპუტატის უფლებამოსილება".

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ დღეს საოლქო პროკურატურას, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გუშინ, 14 მაისს დაიწყო გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე.

საქმე ეხება "რუსთავი 2-ის" ცნობით საკრებულოს წევრ გია დანელიას, სადაც ის უცნობ პირს ესაუბრება, რომ აქვს დავალება გამოიყენონ ნებისმიერი მეთოდი, ამორჩევლის მოსყიდვა, დაშინება და გატაცება.

ბრალდებებს დეპუტატი უარყოფს და ამბობს, რომ ჩანაწერი გაყალბებულია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
15:54 / 27.05.2019
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
14:05 / 27.05.2019
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.