ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდიდან ქმნის გამოსაცდელ პოლიგონს - „ოცნების“ შტაბი
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა დადიანების ეზოში ბრიფინგი გამართა.

მან მიმართა მხარდამჭერებს, რომ პროვოკაციის შემთხვევაში გამოიჩინონ სიმშვიდე და მიმართონ სამართალდამცავებს.

„ის რაც ზუგდიდში მოხდა, არის ამაზრზენი და უტიფარი შეურაცხყოფა ქალაქ ზუგდიდისთვის და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის, ნაციონალური მოძროაბა ცდილობს ბოლო დღების განმავლობაში საარჩვენო პროცესების დისკრედიტაციას და აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით, საარჩევნო პროცესის წარმართვა შეუძლია ყველას თავისუფლად და მშვიდად, ამისათვის არის ყველანაირი შესაძლებლობა მათ შეუძლიათ მიმართონ საკრებულოსაც, პოლიციასაც, გამგეობასაც, საოლქო კომისიასაც, ამაში მათ ხელს არავინ არ უშლის. მათი პრობლემა ის არის, რომ ყველა ასეთი ფაქტიდან უნდათ გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან უაზრო აურზაური. ნაციონალურ მოძრაობას ეს აქ არ გაუვა, ამ ქალაქის შეურაცხყოფა არ გაუვა. ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდიდან ქმნის გამოსაცდელ პოლიგონს. ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება 19 მაისს, ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, აბსოლუტურად ყველა ფაქტზე მიმართული გვაქვს სამართალდამცავებისთვის, ყველა ფაქტზე ან დაწყებულია გამოძიება ან დაკავებულები არიან ადამიანები და მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მაქსიმალყურად გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა იმისათვის, რომ ზუგდიდში შეინარჩუნოს მშვიდობა, ასევე მივმართავ ყველა ჩვენს მხარდაჭერს და პირდაპირ ვეუბნები მათ რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაციები ნაციონალური მოძაობის, გამოიჩინეთ სიმშვიდე, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ სამართალდამცავებს, მხოლოდ რამდენიმე დღე დაგვრჩა რომ ესენი ავიტანოთ ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.