ახალი ამბები
კრიმინალურ ხელისუფლებას მშვიდობიანად დავასრულებთ - ნიკა მელია
FaceBook Twitter
E-mail Print
ამათთან საუბარს აზრი არ აქვს. ეს ადამიანები არ არიან ის ხალხი, ვისაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ. მათთან ინტერაქცია დროის ფუჭად კარგვაა. განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ. ეს მას შემდეგ, რაც განცხადება საკრებულოში დაარეგისტრირეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, სადაც დეპუტატ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილონ.

მისივე განმარტებით, ეს ხელისუფლება დამთავრებულია, რადგან მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან, რაც ყველა სოფელში იგრძნობა. ნიკა მელიასვე თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი მნიშვნელოვანია "დეფექტია" ამ ხელისუფლების და "კლასიკური მოძალადე".

"ქალაქში, რეგიონში, სადაც კრიმინალი სულ უფრო მატულობს, დგანან აქ და არღვევენ კანონს ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ. მოჰყავთ ქართული ოცნების" ხელფასზე მყოფი აქტივისტები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან აქტივისტებად, რომ ხელფას უხდიან. თორემ არცერთი არ არის იდეით გამსჭვალული", - განმარტა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით მთავარი მიზნაი ამ ფონზე, მშვიდად "კრიმინალური ხელისუფლების" დასრულებაა.

მანამდე, განცხადების დარეგისტრირებას საკრებულოს კანცელარიაში დაპირისპირება უძღოდა წინ ოპოზიციას და დეპუტატებს შორის, როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთ, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ შკრებილები. ისინი სკანდირებდნენ - "ზუგდიდი ჩვენია", "ვერ გააყალბებთ", "ფაცაცია კრიმინალი", "შეუჩერდეს გია დანელიას დეპუტატის უფლებამოსილება".

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს, თუ მათ დღეს გარკვეული შეფერხებები დახვდათ. თქვა, რომ ეს ყველაფერი ბევრი ადამიანის ერთდროულად მოწოლამ გამოიწვია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვერ ხედავენ საფუძველს კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

ცოტა ხნის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ დღეს საოლქო პროკურატურას, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გუშინ, 14 მაისს დაიწყო გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე.

საქმე ეხება "რუსთავი 2-ის" ცნობით საკრებულოს წევრ გია დანელიას, სადაც ის უცნობ პირს ესაუბრება, რომ აქვს დავალება გამოიყენონ ნებისმიერი მეთოდი, ამორჩევლის მოსყიდვა, დაშინება და გატაცება.

ბრალდებებს დეპუტატი უარყოფს და ამბობს, რომ ჩანაწერი გაყალბებულია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი
განცხადებით,
18:41 / 19.08.2019
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით,
ზუგდიდის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს
მოტოციკლეტი და სატვირთო
17:53 / 19.08.2019
ზუგდიდის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლეტი და სატვირთო
სენაკში, იუსტიციის ახლადაშენებული სახლის წინ, ტროტუარზე, წყლის
გუბეში პროტესტის ნიშნად
17:06 / 19.08.2019
სენაკში, იუსტიციის ახლადაშენებული სახლის წინ, ტროტუარზე, წყლის გუბეში პროტესტის ნიშნად
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.