ოპოზიცია საოლქო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვს
ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის
წარმომადგენლები, ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა და ლევან ბეჟაშვილი
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებიან. აქ 11:00
საათისთვისაა სხდომა ჩანიშნული, სადაც სიების დამტკიცების საკითხი
უნდა განიხილონ. მათი თქმით, სხდომაზე წარადგენენ ვიდეომასალას, სადაც
ჩანს, სპეციალური სიები და რეგისტრატორის ბეჭდები, რომლებიც
რამდენიმე დღის წინ გაიცა, და რომელზეც ოლქის თავმჯდომარე მირანდა
მესხი ირწმუნებოდა, რომ უსაფრთხოდ და დაცულად არის, სინამდვილეში იყო
კერძო სახლში, კომისიის წევრებთან.
ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ამ ყველაფერს ისინი ვიდეოთი დაამტკიცებენ.მათივე თქმით, ფიქსირდება დარღვევები და უბნები არ არის სათანადოდ დაცული. დღევანდელ სხდომაზე ისინი მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ.
მანამდე ხატია დეკანოიძემ გააპროტესტა ის, რომ საოლქოში პოლიციელი გადაადგილდებოდა იარაღით.
ოპოზიციის უკმაყოფილება ჯერ კიდევ 14 მაისს დაიწყო, როცა ამომრჩეველთა სამაგიდო სიები საარჩევნო უბნებს, ოპოზიციის მტკიცებით, კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადასცეს, რაც მათი მხრიდან გაყალბების მცდელობად შეფასდა. თავის მხრივ, ცესკოც ირწმუნება, რომ საოლქო კომისიას კანონი არ დაურღვევია, თუმცა რეგისტრატორის ბეჭდებთან დაკავშირებით განმარტავს, რადგან იყო "სპეკულაციები", ბეჭდებს შეცვლიან.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ოლქის თავმჯდომარის გათავისუფლების და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. ამბობენ, რომ არავის მისცემენ ზუგდიდელების ხმების მოპარვის საშუალებას. თუკი ამას კიდევ დააპირებენ, უფრო ფართომასშტაბიან პროტესტს მიიღებენ.