ახალი ამბები
ოპოზიცია ოლქის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ წუთებში ზუგდიდის საოლქო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს, სადაც სპეციალური სიების დამტკიცების საკითხი უნდა განიხილონ. სიტყვა ითხოვა კომისიის წევრმა ენმ-დან მაია გაწერელიამ, რომელმაც მოითხოვა დაუცველ უბნებზე, კომისიის სხვა წევრებთან შეუთანხმებლად სამაგიდო სიების და ბეჭდების გაცემაზე პასუხისმგებელი პირების საქმიანობის საკითხი შეისწავლონ და ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, დადგეს მათი გათავისუფლების საკითხი.

ხატია დეკანოიძემ კომისიის სხდომაზე აჩვენა ვიდეო, სადაც მისი თქმით ჩანს, რომ ბეჭდები და სიები ინახებოდა კომისიის წევრების სახლში, ვიღაცების ბალიშ ქვეშ. მისი სიტყვებით, ეს ხდებოდა მაშინ, როცა მირანდა მესხი ირწმუნებოდა, რომ სიები და ბეჭდები იყო დაცული. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ მასალაში ასევე კარგად ჩანს ის ინფრასტრუქტურა, რაც არის უბნებზე. მათი თქმით უბნები არ არის დაცული.

მირანდა მესხი ამბობს, რომ ეს საკითხი ახლა არ განიხილება. მისი თქმით, განრიგით უნდა მოხდეს სიის დამტკიცება. მან სიმშვიდისკენ მოუწოდა ოპოზიციას. ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს დავა ამ წუთებში. ხმაურის ფონზე განაგრძობს ვიდეომასალის ჩვენებას ხატია დეკანოიძე.

ოპოზიცია ითხოვს, დადგეს ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მათი თქმით, მისი დავალებით გასცეს ამომრჩეველთა პირადი მონაცემები. ოპოზიციისვე განმარტებით, მესხი ემსახურება არა ცესკოს, არამედ "ქართული ოცნების" ინტერესს.

სხდომის დაწყებას წინ დაპირისპირება უძღოდა, ერთის მხრივ ოპოზიციას და კომისიის წევრებს, მეორეს მხრივ კი ოპოზიციას და მოქლაქეს შორის. უცნობი პირი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
15:54 / 27.05.2019
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
14:05 / 27.05.2019
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.