ახალი ამბები
კომისიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა, მათი საკითხების განხილვაზე
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა, დღის წესრიგში შეეტანათ და განეხილათ მათი მოთხოვნა, სცეპიალური სიების და რეგისტრატორის ბეჭდების, მათივე მტკიცებით დაუცველ უბნებზე გადატანაზე პასუხისმგებელი პირების საკითხზე მსჯელობის, და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, მათ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომის ოთახიდან გაერთიანებული ოპიზიციის წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა გააძევა. ეს გადაწყვეტილება მირანდა მესხმა იმის გამო მიიღო, რომ მისი განმარტებით, სხდომის მიმდინარეობას ის ხელს უშლიდა. მან მიმართა პოლიციას, გაიყვანოს ოპოზიციონერი, თუმცა ბოკუჩავა სხდომის ოთახში ამ დრომდე რჩება.

ასევე, მოთხოვნაა მირანდა მესხის გადაყენებაც, რადგან მას "ოცნების" ინტერესების გამტარებლად მიიჩნევენ და არა ცესკოს წარმომადგენლად.

მირანდა მესხი ამბობს, რომ ეს საკითხი ახლა არ განიხილება. მისი თქმით, განრიგით უნდა მოხდეს სიის დამტკიცება. მან სიმშვიდისკენ მოუწოდა ოპოზიციას. ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს დავა ამ წუთებში.

მანამდე ხატია დეკანოიძემ უჩვენა შეკრებილებს ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით ჩანს, თუ სად, როგორ პირობებშიგადაიტანეს სიები და რეგისტრატორის ბეჭდები.