ახალი ამბები
არ გადავდგები - საოლქო კომისიის თავმჯდომარე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც სპეციალურ სიაში წერია, ზუგდიდის მცხოვრებია. ასე უპასუხა მირანდა მესხმა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას ბრალდებას, რომ ამ სიებში სინამდვილეში სხვაგან რეგისტრირებული პირები შეიყვანეს.

დანარჩენი, ოლქის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციას მოუწოდა, წაიკითხონ მუხლი, თუ რას ნიშნავს სპეციალური სია. მანვე განმარტა, რომ კანონმდებლობა არც ამ შემთხვევაში დაურღვევიათ.

მესხის სიტყვებით, დღეს სხდომაზე გასატანი იყო ორი საკითხი, სპეც სიების დამტკიცების თაობაზე. პირველი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეყვანა იმ უბნის ამომრჩეველთა სიებში, სადაც მუშაობენ, რადგან სახურებრივად ისინი ვერ ახერხებენ ხმა მისცენ იმ უბანზე, სადაც არიან რეგისტრირებული.

მისივე თქმით, მეორე ნაწილი შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიებს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, შსს-მ კომისიას მიაწოდა 292 კაციანი სია და დამტკიცდა 139 კაციანი სია. მირანდა მესხის განმარტებით, განისაზღვრა უბანი, სადაც ამ სიაში შესული ადამიანები მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.

"ოპოზიცია ცრუობს. არანაირი დარღვევა არ არის. წავიკითხოთ მუხლები. შეგიძლიათ განკარგულების ასლებიც გაიტანოთ და ნახოთ. ზუსტად ის კატეგორიაა მითითებული, ვინც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას. ისინი არიან ზუგდიდში რეგისტრირებული, მაგრამ ვერ ახდენენ რეგისტრაციის მიხედვით ამას", - განმარტა მირანდა მესხი.

ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციას მისი გადადგომის მოთხოვნით საოლქო კომისიისთვის წერილობით არ მიუმართავს, ისმის მხოლოდ ზეპირი განცხადებები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში გადადგომას არ აპირებს, რადგან განმარატავს - კანონი არ დაურღვევია.

მირანდა მესხისვე განმარტებით, ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ. მისი თქმით, ის საკითხი, რომლის დაყენებაც დღეს ოპოზიციას სურდა, დღის განრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა.

ოლქის თავმჯდომარისვე თქმით, საჩივრები, რომლებიც დაფიქსირებულია, მოიკვლევენ და განიხილავენ.

კომისიის დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. კომისიის წევრებს და ოლქის თავმჯდომარეს ოპოზიცია რამდენჯერმე დაუპირისპირდა. კომისიამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, დღის წესრიგში შეეტანათ და განეხილათ მათი მოთხოვნა, სამაგიდო სიების და რეგისტრატორის ბეჭდების, მათივე მტკიცებით დაუცველ უბნებზე გადატანაზე პასუხისმგებელი პირების საკითხზე მსჯელობის, და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, მათ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მანამდე ხატია დეკანოიძემ უჩვენა შეკრებილებს ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით ჩანს, თუ სად, როგორ პირობებში გადაიტანეს სიები და რეგისტრატორის ბეჭდები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბაჩანა შენგელია აბსურდს უწოდებს მთავარი პროკურატურის
გადაწყვეტილებას, ზუგდიდის
19:33 / 23.08.2019
ბაჩანა შენგელია აბსურდს უწოდებს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას, ზუგდიდის
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული
გამოძიების შედეგად,
18:52 / 23.08.2019
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად,
აბაშის სოფელ სუჯუნაში, აკაკი ხოშტარიას სახლის იერ-სახის
დამახინჯების საქმეზე
17:54 / 23.08.2019
აბაშის სოფელ სუჯუნაში, აკაკი ხოშტარიას სახლის იერ-სახის დამახინჯების საქმეზე
რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს აფხაზეთის არმიას და აფხაზეთთან
სამხედრო
16:56 / 23.08.2019
რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს აფხაზეთის არმიას და აფხაზეთთან სამხედრო
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.