ახალი ამბები
ხელისუფლებამ ჯიხაშკარის უბნის დამრბევი ჩამოიყვანა - ოპოზიცია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პროვოკაციის მოსაწყობად 2016 წლის პარლამენტის არჩვენებში ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში მონაწილე გია მხეიძე ჩამოიყვანა.

„გია მხეიძის ჩამოყვანა დღეს ზუგდიდში, განსაკუთრებით იმ დაძაბულ ვითარების ფონზე, რომელიც არის შექმნილი წინასაარჩევნოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა საარჩევნო უბნებზე, ძალადობა ადამიანების ნებაზე და ასევე, გია მხეიძის აქ ყოფნა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის აქ ყოფნა, მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები ზვიად გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემაზე, მისი მუზეუმების აგებაზე და სხვა ღონისძიებებზე, არის სიყალბე და ფარისევლობა. გია მხეიძე მოხსენიებულია არაერთგზის იმ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში, რომელსაც უძღვებოდა მოკლული პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია“,- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ, უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს ვიდეომტკიცებულებები და მიმართოს სამართლადამცავებს.

„რაც შეეხება მხეიძეს და სხვა ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დღეს არის ზუგდიდში, რომელიც ზუგდიდის არჩევნებით კანონიერად არის დაინტერესებული, აქ არის ჩაწერილი და ხმას აძლევს და კამპანიაში მონაწილეობს, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელს აქვს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რაიმე ლეგიტიმური პრეტენზიები ნებისმიერ ადამიანთან, იციან, რომ ამ შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს და თუ ამას ვერ აკეთებენ და ვერ მიმართავენ შესაბამის სტრუქტურებს, მაშინ ელემენტარულად ის მაინც უნდა გააკეთონ, რომ მტკიცებულებები უნდა გაასაჯაროვონ, რაზეც ხედავთ, რომ ხელისუფლება მყისიერ რეაგირებას, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბნის დარბევის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გია მხეიძე 2016 წელს დააკავა.

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანი გაუქმდა დარბევის შედეგად. საუბნო კომისიის წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან"გულნარა ბენდელიანის განცხადებით, კენჭისყრის ოთახში შემოვარდა ამ სოფლის მკვიდრი ვინმე გია მხეიძე შვილთან და თანამოაზრეებთან ერთად. მათ ყუთები დაამტვრიეს და საარჩევნო ბიულეტენები ძირს დაყარეს. კომისიის წევრის თქმით, მხეიძე იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ამ უბანზე ენმ იმარჯვებდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული
გამოძიების შედეგად,
18:52 / 23.08.2019
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად,
აბაშის სოფელ სუჯუნაში, აკაკი ხოშტარიას სახლის იერ-სახის
დამახინჯების საქმეზე
17:54 / 23.08.2019
აბაშის სოფელ სუჯუნაში, აკაკი ხოშტარიას სახლის იერ-სახის დამახინჯების საქმეზე
რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს აფხაზეთის არმიას და აფხაზეთთან
სამხედრო
16:56 / 23.08.2019
რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს აფხაზეთის არმიას და აფხაზეთთან სამხედრო
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში ევროპული არქიტექტურის ძეგლი
დგას,
15:11 / 23.08.2019
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში ევროპული არქიტექტურის ძეგლი დგას,
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.