ახალი ამბები
ოპოზიციის საპროტესტო აქცია ზუგდიდის პოლიციასთან
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთამ. შეკრებილებს ხელთ ჰქონდათ პლაკატები წარწერით - "არა ძალადობას", "შეწყდეს კრიმინალის მფარველობა", "არა კრიმინალს". ოპოზიციის წარმომადგენელ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამართალდამცველები დღეს ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას ბრძანებას. ეს ბრძანება, მისივე განმარტებით გულისხმობს შემდეგს - მათთვის ე.წ ნასეტკების გაგზავნას, საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას და ზეწოლას.

მან მოითხოვა სამმართველოში შესვლა, რათა შეხვედროდა პასუხისმგებელ პირს. სურდა დეტალური ინფორმაცია მიეღო, თუ რა ღონისძიებები ტარდება რამდენიმე დღის წინ, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტზე.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, არსებობს ფოტოები და იდენტიფიცირებულია ყველა დამნაშავე, თუმცა დაკავებული არავინ არ არის. კერძოდ, მისი თქმით, დაკავებული არ არიან ამ ინციდენტის მონაწილე ძმები შელიები. ასევე საკრებულოს დეპუტატი გია დანელია, რომელიც პირდაპირ საუბრობდა, რომ ჰქონდა გატაცების და დაშინების უფლებაც სასურველი შედეგის მისაღებად.

ხაბეიშვილს სამმართველოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ამ წუთებში ადგილზე არ იმყოფებოდნენ პასუხისმგებელი პირები და შეხვედრაც ვერ შედგებოდა. ოპოზიციონერმა კი აღნიშნა, რომ არ უკვირს, რადგან დღეს მხოლოდ ზუგდიდში კი არა, მთელს ქვეყანაში არ არსებობს პასუხისმგებელი პირი.

"ერთი კონკრეტული პირი ვითხოვდი შესვლას და კითხვებზე პასუხს. ასეა, როცა ხელისუფლება არის შეშინებული და არ აქვს პასუხი, ასე იქცევა", - განმარტა მან.

აქცია პოლიციის სამმართველოსთან უკვე დასრულდა.

14 მაისს, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი - გელა კვარაცხელია დააკავეს. ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. ამავე მედიის ცნობით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას.

დაზარალებულად ერთი პირი, გაერთიანებული შტაბის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე სცნეს ამ ეტაპზე.

ინციდენტთან კავშირს უარყოფს მმართველი პარტიის შტაბი და ამბობს, რომ დაკავებული არც მათი კოორდინატორია და არც პარტიის წევრი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ". მათ პოლიციას დროული გამოძიების და კონკრეტული პირების იდენტიფიცირებისკენ მოუწოდეს.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კი აღნიშნა, რომ პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად, დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცემიან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
15:54 / 27.05.2019
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
14:05 / 27.05.2019
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.