ახალი ამბები
გვაქვს სიები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ამომრჩევლის აღრიცხვას - „ოცნება“
FaceBook Twitter
E-mail Print
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა.

შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ აქვთ იმ ამომრჩევლების სიები, რომლებიც მათ კანდიდატს აძლევენ ხმას.

„ჩვენი აქტივისტები არიან მობილიზებულები იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ჩვენ უკვე გვყავს იდენტიფიცირებული, მათგან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ისინი მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ. ისინი მოვლენ ამ არჩევნებზე. მათ ექნებათ სპეციალური სიები. ეს სიები უზრუნველყოფს იმას, რომ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ასევე, ჩვენ გვექნება სხვადასხვა ვიდეოს ჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა უბანზე მოხდეს. ასევე, მივმართავ კომისიებში ჩვენს წევრებს, რომ მიუხედავად იმისა, რაოდენ დაძაბული შეიძლება იყოს ვითარება შიგნით, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე და გამოიყენონ აბსოლუტურად ყველა პროცედურა. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ირკალი ჩიქოვანმა.

ის ასევე გამოეხმაურა ზუგდიდის საოლქო კომისიაში მომხდარ დაპირიპირებას.

„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დღეს საოლქო საარჩვენო კომისიაში, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად დაინახა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადასული არის პირდაპირ დესტრუქციაზე. იმ პირობებში, როდესაც მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩვენები, ისინი ცდილობენ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის, მაგრამ კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას და განსაკუთრებით ყველა უწყებას, რომ მაქსიმალურად მოთმინებით მოეკიდონ ამ პროვოკაციას, იმიტომ რომ დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე იმისათვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და გავაფორმოთ დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბაჩანა შენგელია აბსურდს უწოდებს მთავარი პროკურატურის
გადაწყვეტილებას, ზუგდიდის
19:33 / 23.08.2019
ბაჩანა შენგელია აბსურდს უწოდებს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას, ზუგდიდის
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული
გამოძიების შედეგად,
18:52 / 23.08.2019
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად,
აბაშის სოფელ სუჯუნაში, აკაკი ხოშტარიას სახლის იერ-სახის
დამახინჯების საქმეზე
17:54 / 23.08.2019
აბაშის სოფელ სუჯუნაში, აკაკი ხოშტარიას სახლის იერ-სახის დამახინჯების საქმეზე
რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს აფხაზეთის არმიას და აფხაზეთთან
სამხედრო
16:56 / 23.08.2019
რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს აფხაზეთის არმიას და აფხაზეთთან სამხედრო
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.