ახალი ამბები
სტენდი „მე მიყვარს ზუგდიდი“ აღადგინეს
ზუგდიდის ცენტრალურ პარკში განთავსებული მანათობელი სტენდი "მე მიყვარს ზუგდიდი" აღადგინეს.

„ლაივპრესმა“ 7 მაისს გამოაქვეყნა ფოტომასალა, სადაც სჩანს, რომ სტენდი რამდენიმე ადგილას დამტვრეულია და წებოვანი ლენტით არის დამაგრებული.

მერიაში გვითრეს, რომ მანათობელ წარწერას რამდენიმე დღეში აღადგენდნენ.

ცენტრალურ პარკში მანათობელი სტენდი - "მე მიყვარს ზუგდიდი" შარშან, აგვისტოში დაიდგა.