ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო ბოდიშს იხდის
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ, ფეისბუკზე დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა. მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა და დაწერა, რომ ბოდიშს იხდის.

"დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას", - წერს თაზო ფაცაცია.