ახალი ამბები
ქალთა მოძრაობა თაზო ფაცაციას „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალთა მოძრაობა მოუწოდებს - "ქართულ ოცნებას", სექსისტური განცხადებების გამო საკუთარი რიგებიდან გარიცხოს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია. საქმე ეხება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც მან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას შეურაცხყოფა მიაყენა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სტატუსი მას შემდეგ წაშალა, რაც ის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ დაწერა ახალი სტატუსი, სადაც ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" "პროვოკაციული და დესტრუქციული" ქმედებების გამო, როცა ისინი საკრებულოში "შეჭრას ცდილობდნენ", იყო აღშფოთებული და ეს "მიუღებელი" სტატუსიც ემოციურ ფონზე გამოაქვეყნა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას", - წერს თაზო ფაცაცია.

"ქალთა მოძრაობა" ამავე განცხადებით მხარს უჭერს ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს. მათი თქმით, ისინი აკვირდებიან მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პროცესებს და ხედავენ იმ ზეწოლას, რომელიც მერობის კანდიდატისკენ არის მიმართული. განცხადების ავტორთა აზრით, რულოვსის უფლება - კენჭი იყაროს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში, ილახება, მაშ შორის, გენდერული ნიშნით.

მათივე თქმით, შემაშფოთებელია სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, რომელიც მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მერობის კანდიდატის პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტური აღსრულება. ასევე, თავი შეიკავოს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს, გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და კამპანიისაგან;

პარარელურად, შექმნას უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
15:54 / 27.05.2019
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
14:05 / 27.05.2019
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.