ახალი ამბები
ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას - ცოტნე გამსახურდია
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც რომელიმე ჯგუფს, ან თუნდაც საკუთარ ოჯახს. ამიტომ, მისი თქმით, არ უნდა გამოიყენონ ეს სახელი პოლიტიკურ ბრძოლაში ინსტრუმენტად, პოლიტიკური თუ მატერიალური კაპიტალის მოსახვეჭად. ასე ეხმაურება ცოტნე გამსახურდია ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ზვიად გამსახურდიას ხსენებას პარტიების მხრიდან.

ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურდა, რომ არა "სუს-ის მიერ ორგანიზებული" მოვლენები.

"ჯერ ჯიხაშკარში, უშიშროების სტაჟიანი აგენტის, ვინმე ვახო ზარანდიას ხელით ოპოზიციური კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სცადეს რაღაც კომიკური, სამარცხვინო კამპანიის აგორება. მინდა იცოდეთ, ხსენებული ვახო ზარანდია ფიგურირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივად, როგორც უშიშროების ინფორმატორი, რომელიც თვალის ასახვევად დაკავებული ჰყავდათ და მალევე გაათავისუფლეს გარკვეული ქმედების სანაცვლოდ 1993 წელს. იგივე ვახო ზარანდია სწორედ იგივე სიტუაციაში ფიგურირებს უკვე 1998 წელს, და მას მსგავსი მანერით იყენებენ გოჩა ესებუას წინააღმდეგ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ. ისევ აკავებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს.

შემდგომ უკვე ზუგდიდში, გუშინ, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ "ზვიადისტებთან" ერთად ერთვება სუსის კიდევ ერთი მოქმედი პირი, ვინმე გია მხეიძე, რომელიც ასევე მონაწილეობს ზვიად გამსახურდიას დევნისა და მკვლელობის საქმეში, როგორც იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომელი და რომლის მიმართ პროკურატურას წესით მრავალი კითხვა და ბრალდება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს გია მხეიძე ჯერ კიდევ 2016 წელს ქართული ოცნების აქტივისტია ზუგდიდში და დაკავებულიც იყო ოპოზიციის დარბევისათვის, თუმც მოკლე ხანში გაათავისუფლეს.

ახლა რაც შეეხება თავად სანდრა რულოვსს. მის წინააღმდეგ ზუგდიდის არჩევნებში იხსენებენ მის მიერ 20 წლის უკან დაწერილ არაადეკვატურ პასაჟს ზვიად გამსახურდიას შესახებ. იგი რამდენიმეჯერ დამიკავშირდა ამ ფრაზასა და მის ზვიად გამსახურდიასადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და დიდი წუხილი თუ არაერთი ბოდიში მომისმენია მისგან ამ სიტყვების გამო. მიუხედავად ამისა, მე მასთან ძალიან დისტანციური და ოფიციალური დამოკიდებულება მაქვს და არასდროს მიხსენებია მისი ამ ნაბიჯების შესახებ, რადგან, როგორც ვთქვი ზემოთ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პოლიტიკურ პერიპეტიებში ზვიად გამსახურდიას სახელის გამოყენებისა ვინმეს სასარგებლოდ. ამიტომ, ამ თემაზე არ მისაუბრია სამეგრელოს არჩევნების კონტექსტში, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი პოლიტიკური მოსაზრება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება იქნება მხოლოდ ბიძინეს კიდევ ერთი მონის გამდიდრების შანსი და ნულოვანი პერსპეტივა ზუგდიდელებისთვის. ამას ხიბულაში კუპიურების ფრიალით და სუსის აგენტების ხავილით ჩვენი დროის სოლომონ ისაკიჩი ვერ შეცვლის.

აღარ ჩამოვთვლი გუშინ ამ ტრაგიკომედიაში მონაწილე პირებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი. რეალურმა გულშემატკივრებმა სჯობს ყურადღება გაამახვილონ, როგორ ჯიუტად აფარებს ხელს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მონაწილეებს ივანიშვილის ხელისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ ის მცირე დათბობა და ძვრები, რასაც ჩვენ პროკურატურაში 14 დღიანი შიმშილობით მივაღწიეთ, ისევ განულებულია და სისტემა კვლავ აგრძელებს ჩვენს მოტყუებას და საქმის ჩაფარცხვის მცდელობებს. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლას ვაგრძელებთ, და პირობას ვაძლევთ წარმავალ ხელისუფლებას, რომ ამ სიბინძურეში ძალიან ძვირის გადახდა მოუწევთ. იმდენად ძვირის, რომ "რასიისკი კრედიტის" ფული არ ეყოფათ", - წერს ცოტნე გამსახურდია.

ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, სანდრა რულოვსი არაერთხელ გააკრიტიკეს საკუთარ წიგნში ზვიად გამსახურდიას უკანონო ბანდფორმირებების შემქმნელად მოხსენიების გამო. ქალაქში გამოჩნდა პლაკატები, სადაც მიმართავენ მოსახლეობას - უნდათ თუ არა მათ ასეთი მერი, ვინც ასე ახსენებს პირველ პრეზიდენტს.

ასევე, ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მოუწოდეს ზუგდიდელებს, არ დაუჭირონ მხარი სანდრა რულოვსს. აქ იმყოფებოდა პირველი პრეზიდენტის ცოლი მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელმაც აღნიშნა - მისთვის მიუღებელია ზუგდიდის მერად სანდრა რულოვსის კანდიდატურა.

თავად გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის განცხადებით, დაწერს ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნს, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ "სხვანაირად, უფრო დეტალურად და გააზრებულად" ისაუბრებს. მისივე სიტყვებით, ახლა საზოგადოებაშიც უფრო მეტად არის გააზრებული და გაანალიზებული ის პერიოდი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
15:54 / 27.05.2019
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა.
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
14:05 / 27.05.2019
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს.
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.