ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევისას შვიდი მოსწავლე დაშავდა, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ
სოფელ კახათი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "ლაივპრესის" ინფორმაციით შვიდი მოზარდი დაშავდა, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. მათგან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ხუთი ახალგაზრდა შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ორის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი შედარებით სტაბილური. მისივე თქმით, დაშავებულებს კვლევები უტარდებათ.

შსს-დან "ლაივპრესი" კომენტარს ელოდება.