ახალი ამბები
კახათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო
კახათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად სულ შვიდი ახალგაზრდა დაშავდა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ორი მათთან ხუთი ახალგაზრდა შემოიყვანეს. ორის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი შედარებით სტაბილური.