მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში წელსაც გაიმართება
მუსიკალური ფესტივალი ECHO WAVES-ი ანაკლიაში წელსაც ჩატარდება.
როგორც „ლაივპრესს" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ ზუსტ თარიღს,
თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ჩატარდება.
„Check in Georgia-ს ფარგლებში ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფესტივალი ECHO WAVES-ი. უნდა გაიმართოს წესით აგვისტოს ბოლოს, მაგრამ ჯერჯერობით თვითონ ორგანიზატორებთან არ არის კონტრაქტი გაფორმებული. მათ აპლიკაცია არ შეუვსიათ და ამიტომ, ზუსტ თარიღებს ვერ გეტყვით“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ სამინისტროს პრესსამსახურში.
რაც შეეხება ფესტივალის ბიუჯეტს, სამინისტროში განმარტავენ, რომ შედის გარკვეული ცვლილებები და ამ ინფორმაციას წერილობით გასცემენ.
ECHO WAVES-ი ანაკლიაში 2018 წელს ჩატარდა. ოთხდღიანი ფესტივალი სახელმწიფომ Check in Georgia-ს ფარგლებში 4 მილიონი ლარით დააფინანსა.
ოთხდღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნა იყო.