ახალი ამბები
დავით თორდიამ კანდიდატურა მოიხსნა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დავით თორდიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ თორდია ვრცელ ვიდეომიმართვას ავრცელებს სოციალურ ქსელში. მისი სიტყვებით, მას, როგორც კანდიდატს არ მიეცა ცენტრალური ტელევიზიებით სიტყვით გამოსვლის უფლება. ელოდა, რომ მერობის ყველა კანდიდატის ჩართულობით იქნებოდა დებატები და შეძლებდა საზოგადოებისთვის მიეწვდინა ხმა, რაც ვერ მოხერხდა. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანდიდატურას არავის სასარგებლოდ არ იხსნის.

„მე არავის სასარგებლოდ არ ვიხსნი კანდიდატურას. დიახ ბატონებო, არავის მომხრე მე არ გახლავართ და არავის წისქვილზე წყალს არ დავასხამ. ხომ ხართ ორივე მხარე დაჯერებული იმაში, რომ გაიმარჯვებთ. ვხედავთ, ერთი მხარე მობილიზებულია აგრესიულად, მეორე მხარეც მობილიზებულია არააგრესიულად, მაგრამ თითქოს ევროპული ხერხებით უნდათ განიმტკიცონ დრო კიდევ ცოტა ხანი. მაგრამ თქვენ ამას ნახავთ, რაც მოხდება 19 მაისს ზუგდიდში. ზუგდიდში არ მზადდება კარგი საქმე, ეს მე თავიდანაც ვიცოდი და სწორედ ამის იგნორირება მინდოდა. გამოვიდოდი ტელევიზიაში და დავწევდი ოდნავ ტემპერატურას, მაგრამ ამის საშუალება თქვენ არ მოგვეცით“, - განაცხადა დავით თორდიამ.

ის ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი კანდიდატურის მოხსნით უხერხულობისგან ათავისუფლებს საკუთარ ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს და მათ არჩევანის თავისუფლებას უტოვებს.

„ფიქრობდნენ ვისთვის მიეცათ ხმა, დათოსთვის, ამისთვის თუ იმისთვის. რაც გინდათ ის გიქნიათ. ვისაც გნებავთ იმას მიეცით, ღმერთია თქვენი გამგებელი“, - ამბობს დავით თორდია.

ის ვიდეომიმართვაში ასევე აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნოდ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელს იყენებენ.

მანამდე საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას სასარგებლოდ მოიხსნა დათა გაბეჩავამ. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ გოგიტა ბიგვავამ კი კანდიდატურა მოიხსნა გაერთიანებული ოპოზიის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის სასარგებლოდ.

ზუგდიდი ახალ მერს 19 მაისს აირჩევს. მერობისთვის სულ 16 დარეგისტრირდა, თუმცა სამმა მათგანმა კანდიდატურა მოიხსნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.