ზუგდიდის ცენტრში წინასაარჩევნოდ ყველა სასტუმრო დაკავებულია
ზუგდიდის მერის რიგგარეშე
შუალედური არჩევნების წინ ქალაქში ყველა სასტუმრო წინასწარ არის
დაჯავშნილი.
„ლაივპრესი“ ესაუბრა სასტუმროების „გარდენ პალასის“ და „იბერია პალასის“ ადმინისტრატორებს. მათი ცნობით, დღეს და ხვალ არცერთი ნომერი თავისუფალი არ არის. ამ სასტუმროებში ერთი ნომრის ფასი 110, 120 ლარიდან იწყება.
„ლაივპრესი“ ესაუბრა ასევე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს, რომელიც ფასი 40, 60 ლარია.
ასეთი ტიპის მხოლოდ რამდენიმე სასტუმროს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, თავისუფალი ნომრები აქვს. იმ სასტუმროებში, რომლებიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, არცერთი თავისუფალი ნომერი არ არის.
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის შტაბში აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებში მას 5000 დამკვირვებელი ეყოლება.
ასევე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში იმყოფებიან პარტიის ლიდერები და სხვადასხვა რეგიონის თანამდებობის პირები.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძემ და გორის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მიხეილ გოგინაშვილმა „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ისინი ზუგდიდში თანაგუნდელებს ეხმარებიან.
არჩევნების გასაშუქებლად, ზუგდიდში იმყოფება ასევე სხვადახვა მედიასაშუალების რამდენიმე ჯგუფი.