ახალი ამბები
ენმ-ს დამკვირვებლის თქმით, ზუგდიდის 87 -ე საარჩევნო უბანთან გაისროლეს
ზუგდიდის 87 - ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ჟანა ყურუას განცხადებით, როცა სროლის ხმა გაისმა, ის შენობაში იმყოფებოდა.

„ასაფეთქებელი, ე. წ. ხლაპუშკა“ გვეგონა და ყურადღება არ მივაქციეთ, მუშაობა გავაგრძელეთ, ამ დროს შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენელი, რომელიც ხვალ დამკვირვებელი იქნება, შემოვიდა აღელვებული სროლა იყოო. ჩვენც ხმა შემოგვესმა, მაგრამ არ ჩაგვითვლია, რომ ეს სროლა იყო“, - უთხრა ჟურნალისტებს ჟანა ყურუამ.

დამკვირვებელი ზოია ქვარცხავა, რომელიც აცხადებს, რომ საარჩევნო უბანთან მანქანიდან გაისროლეს ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.