ახალი ამბები
მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას, ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესზე - ოპოზიცია
FaceBook Twitter
E-mail Print
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი მოუწოდებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარებაზე. განაცხადა ბრიფინგზე შტაბის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით, სწორედ ეს მუნიციპალიტეტია დღეს არჩევნების ეპიცენტრი, ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის იმედად კი ვერ იქნებიან, რადგან ის ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე პრაქტიკულად დისკრედიტირებულია.

"ამიტომ, ქალბატონი თამარ ჟვანია უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში, დაჯდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა, არჩევნების კანონის შესაბამისად ჩატარებაზე. ამ შემადგენლობის იმედად ვერ ვიქნებით", - განმარტა მან.

ოპოზიციონერის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ცესკოს შემუშავებული აქვს საოლქო კომისიასთან ერთად გეგმა, თუ რომელი კომისიის წევრების და დამკვირვებელთა გაძევება უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებიდან, რათა ჩამოაშორონ ისინი კენჭისყრის პროცესს და არჩევნებით "მანიპულირება" და ბიულეტენების გაყალბება გაუადვილდეთ. ლევან ბეჟაშვილი ითხოვს გამოქვეყნდეს ის პირობები, რომელი აქტის საფუძველზეც შესძლოა შეეხოთ კომისიის წევრებს გაძევება, და ამ პროცესში პოლიტიკური კონტექსტი გამოირიცხოს.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის კიდევ ერთი ინფორმაციით, მმართველი პარტია ავალებს როგორც მასწავლებლებს, ისე საჯარო მოხელეებს, ბიულეტენების შემოხაზვის დროს, კაბინიდან გამოსვლის შემდგომ ეს ბიულეტენი კომისიის წევრს უჩვენონ, რაც კანონდარღვევაა.

მანვე მოუწოდა ამომრჩევლებს, საარჩევნო უბანზე მისვლის დროს ყურადღება მიაქციონ შემდეგ გარემოებას - მოხდეს ბიულეტენების კომისიის წევრების ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურება. ეს, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით იქნება ერთგვარი პრევენცია, არ ჩაითვალოს იმ ადამიანთა ხმები ბათილად, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები, და რომელთა შესახებაც მმართველ პარტიას ინფორმაცია აქვს. მანვე აღნიშნა, რომ წინა არჩევნებზე ბევრი ბიულეტენი სპეციალურად სწორედ იმიტომ გაბათილდა, რომ არ მოხდა მათი დადასტურება ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

შტაბის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ 300-მდე ლაივ ვიდეო გაუწევს მონიტორინგს კენჭისყრის დღეს უბნებზე. ამას გარდა კი, გადაღებას დრონებიც უზრუნველყოფენ.

მან მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა ამომრჩევლებს, რადგან ფიქრობს, რომ სწორედ მსგავსი მობილიზება გახდება გამარჯვების საფუძველი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში ირწმუნებიან, რომ კენჭისყრის დღე მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.