ახალი ამბები
მერობის კანდიდატი მერის არჩევნებზე ხმას ვერ მისცემს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია 19 მაისის არჩევნებში ხმას ვერ მისცემს. როგორც მან "ლაივპრესს" განუცხადა, თბილისშია რეგისტრირებული, კენჭისყრის დღისთვის კი ზუგდიდში მიწერა არ გაუკეთებია.

"არ მიკადრია, რომ საარჩევნოდ გადმოვწერილიყავი. მე უფრო არჩევნების შემდეგ გავაკეთებ გადმომისამართებას", - განმარტა თენგიზ ჯგუშიამ.

ზუგდიდი ხვალ ახალ მერს აირჩევენ. მერობისთვის სულ 13 კანდიდტი იბრძოლებს. მათგან ორი დამოუკიდებელი, თერთმეტი კი პარტიული კანდიდატია.