ახალი ამბები
ნიკა გვარამიამ „ოცნების“ დამკვირვებელს აკრედიტაცია ჩამოგლიჯა [ვიდეო]
კახათის 95-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, უბანზე მისულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ საარჩევნო აკრედიტაცია ჩამოგლიჯა "ქართული ოცნების" დამკვირვებელს, ქეთავან სორდიას და კამერების თანდასწრებით მას პროვოკატორი უწოდა. ინციდენტის შემდეგ უბანზე მყოფებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნიკა გვარამიას და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.



ნიკა გვარამიამ უბანი გინების ფონზე, შეურაცხმყოფელი შეძახილებით დატოვა

.