ახალი ამბები
მეცხრე საარჩევნო უბნის ინციდენტზე ორი პირი იკითხება - შსს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას მტკიცებით, ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირია დაკავებული. მისი თქმით, ჟურნალისტს თავს დაესხა ორი პირი, "ქართული ოცნების" ზონდერი, რომლებიც ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე.

"ასე მოხდება ყველა მოძალადის, მომსყიდველის კანონის წინაშე პასუხისგებაში მიცემა. ვაფრთხილებ, ნუ წავლენ ასეთ პროვოკაციებზე, რადგან ხვალ, როცა ივანიშვილი არ იქნება ხელისუფლებაში, ისინი მას ნამდვილად არ გაახსენდება", - განმარტა ოპოზიციონერმა.

დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. მათ გვითხრეს, რომ ორი პირი გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში.

ზუგდიდში მეცხრე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დამკვირვებელი მედიაორგანიზაციიდან "სისგროუპ" გიორგი რურუა ამბობს, რომ გარეთ აწარმოებდა გადაღებას, როცა დააფიქსირა, თუ როგორ აძლევდა "ოცნების" წარმომადგენელი ფულს ამომრჩევლებს. მას შემდეგ კი, რაც ეს ყველაფერი დააფიქსირა, მას ფიზკურად შეეხნენ.