ახალი ამბები
87-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდის 87 - ე საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და „ოცნების“ კოორდინატროს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„უბნის საარჩვენო სამაგიდო სიები, ამომრჩევლის კონფიდენციალური ინფორმაცია მოხვდა კოორდიონატორების ხელში, როცა ფაქტი დავინახე, ვკითხე მამაკაცს, რომელიც იყო დამკვირვებელი იმ უბანზე თუ როგორ მოხვდა ის სიები მის ხელში, ამ დროს მან დამალა მანქანაში, იძულებული ვიყავი რომ ძალის გამოყენებით ამომეღო ეს სიები რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ხელით შემეხნენ, პოლიციის სამმართველოს უფროსმა გააპარა ეს მანქანა, სადაც ეს სიები ინახებოდა, ვითხოვთ რონ ჩატარდეს გამოძიება“, - აცხადებს და „ახალგაზრდა თაობის“ დამკვირვებელი რუსუდან მჭედლიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის განცხადებით, კოორდინატორი, რომელიც სამაგიდო სიებს მალავდა „ოცნების კოორდინატორი კობა კვეკვესკირია.

უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბრალდება, რომ სამაგიდო სიები უბნიდან გამოიტანეს სიცრუეა.

„უბნის კომისიის თავმჯდომარე ჟანა ყურუას განცხადებით, 87 -ე უბანზე რაც ჩავიბარე სიები, გადავთვალე რაოდენობა და რაც მქონდა ყველა მაქვს, აგერ ყველა რეგისტრატორს თავისი სია აქვს, გარეთ რა მოხდა, ეს უკვე ჩემი პრეროგატივა არ არის.

ბრალდება რომ ისინი ჩემთან შეთანხმებით მოქმედებდნენ სიცრუეა, მე რაც ჩავიბარე საოქლოდან გუშინ ყველა წევი იყო, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩავაბარე დაცვას, დალუქული ბიულეტენები, სიები, დავტოვეთ მირება ჩაბარების აქტი“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.