ახალი ამბები
კოკის 97-ე უბნიდან სამი დამკვირვებელი პოლიციის ძალით გააძევეს
FaceBook Twitter
E-mail Print
დამკვირვებლების გაძევება კოკის საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერისას მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც საჩივრის წერისას, უბნის თავმჯდომარემ ერთ-ერთი დამკვირვებლის სახელი და გვარი შეცდომით დაწერა.

სამი დამკვირვებელი უბნის დატოვებაზე უარს ამბობდა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. გაძევებული დამკვირვებლები ორგანიზაციების, „პოლიტიკისა და სამართლის ობიექტის“, „სსიპ როპისა“ და „აპრიორის“ წარმომადგენლები არიან. მანამდე, კოკში საარჩევნო უბანთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს.

სამინისტროში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ დაკავებულია პირი 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

უბნის კომისიის თვამჯდომარე ელა ქირიას განცხადებით, ინცდენტის გამო, უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერდა.

"იქცეოდნენ პროვოკაციულად. გადავწყვიტე დამეწერა საჩივარი და არეულობის გამო შემეშალა სახელი და გვარი - ლაშა ნანიაშვილის ნაცვლად დავწერე ვაჟა თანიაშვილი. ამის შემდეგ დავწერე ახსნა -განმარტება ამ შეცდომაზე, რაზეც კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი. ოლქიდანაც მოვიდნენ წარმომადგენლები, ამის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია დამკვირვებლებსა და ოლქის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში ჩართულო იყო ყველა, კომისიის წევრებიც და დამკვირვებლებიც. ამის შემდეგ შეწყდა ხმის მიცემა რამდენიმე წუთით, დავწერე სამი გაძევების ოქმი და პოლიციამ გაიყვანა ეს ადამიანები უბნიდან", - ამბობს ელა ქირია


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სამშენებლო სამუშაოების გამო
15:25 / 16.09.2019
სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სამშენებლო სამუშაოების გამო
ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს, -
განაცხადა
13:21 / 16.09.2019
ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს, - განაცხადა
უმრავლესობის წარმომადგენელ გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო
12:32 / 16.09.2019
უმრავლესობის წარმომადგენელ გია ვოლსკის განცხადებით, საკანონმდებლო
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური
ნომინალური ხელფასი
11:50 / 16.09.2019
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.