ახალი ამბები
ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის ემზადება - არჩილ თალაკვაძე აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს
FaceBook Twitter
E-mail Print
არჩილ თალაკვაძემ ბიფინგზე წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, რომელიც მისი მტკიცებით ცოტა ხნის წინ მიღეს. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ჩანაწერში ისმის სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრების, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილის და სალომე ჭელიძის საუბარი, სადაც ისინი ამბობენ, თუ როგორ დაძაბონ ზუგდიდსა და აჭარაში კიდევ მეტად ვითარება. ეს მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. თალაკვაძის თქმით, მათ ეს ჩანწერი უკვე გადასცეს შესაბამის ორგანოებს, შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების თხოვნით.

ამ ჩანაწერის მიხედვით, ვინმე ნინია ცისკარიშვილი ამბობს, რომ იმ ძალას, რომელიც ზუგდიდიდან წამოვა, მთელი დასავლეთ საქართველო უნდა შეუერთდეს. ვითარების დაძაბვას კი, "პადძერჟკა" აჭარამ უნდა მისცეს, რადგან დიდი რეგიონია და ლევან ვარშალომიძეს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

"მინიმუმ ათიათას კაციანი მობილიზებული ჯგუფი, ჩვენ რაც გვინდოდა თელავში. მობილიზება აქედან იქით ნიშნავს, რომ გზა გადაიხერგება და უნდა გავწყდეთ შუაზე. ამიტომ პირიქით, დედაქალაქში უნდა მოხდეს, რომ ყველა რაიონიდან ჩამოვიდეს. დასავლეთიდან დაიძრა ხალხი. საჭიროა აღმოსავლეთიდანაც დაიძრას. გვირაბი უნდა იყოს ჩვენი მხრიდან კონტროლირებადი. იქიდანაც და აქედანაც. სულ მცირე 200-300 მანქანა უნდა იდგეს და აკონტროლებდეს პროცესებს, რომ პოლიციამ ასე თუ ისე არ დაბლოკოს", - ისმის ჩანაწერში.

ვინმე სალომე ჭელიძე კი ამბობს - გამბედაობა უნდა დაანახო. შენ იბრძვი მართლა, კი არ ხარ ვიღაცა პარტიული. მივა სადღაც და მერე დაატორმუზებს... 



არჩილ თალაკვაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ მათ გამოიტანეს ინფორმაცია ამ დესტრუქციული გეგმის შესახებ და მათ შტაბს მიაწოდეს.

"სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადუღებული ზუგდიდი. გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაც. გვახსოვს როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის ადუღებას, როცა გადაწვეს თითქმის ბათუმის ცენტრი. ამიტომ, ბუნებრივია სახელმწიფო და საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს და გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება", - აღნიშნა თალაკვაძემ.
Print E-mail
Twitter
ვიდეო
ზუგდიდში ქართული ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო [ვიდეო]
"ირდას" სახელოსნოში თუ დაახლოებით ერთი წლის წინ
გამხმარი მცენარეები ზგუგდიდის სკვერებსა და ბაღებში [ვიდეო]
ზუგდიდის სკეიტ პარკში, დადიანების ეზოში,
სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი [ვიდეო]
ზუგდიდის ქუჩებში, პარკებსა თუ სკვერებში ხშირად შეხვდებით
სად ერთობიან ზუგდიდში ახალგაზრდები [ვიდეო]
სკეიტ პარკი, დადიანების ეზო და მეგობრის სახლი, - ასეთია
თავისუფლებაში განახლებული ბიზნესი [ვიდეო]
58 წლის ჯონი ჭითანავას ზუგდიდში წარმატებული ბიზნესი აქვს.
ფოტო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.