ოპოზიცია გიორგი კაპანაძის დაკავებაზე განმარტებებს ითხოვს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები
ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობასთან იკრიბებიან. მათი მოთხოვნაა,
განმარტონ სამართალდამცველებმა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავების
მიზეზები და მისი ადგილსამყოფელი დაასახელონ.
პოლიციასთან მივიდა "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც, რომელიც აცხადებს, რომ მაშინ როდესაც ადამიანს არ განუმარტავენ რისთვის დააკავეს და სად იმყოფება ის, ეს არა დაკავება, არამედ გატაცებაა.
ტელეკომპანია IთV-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დააკავა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის კაპანაძის დაკავების მიზეზები ამ დრომდე უცნობია.