ახალი ამბები
გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობისთვის დავაკავეთ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრესა.ჯის მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. "ლაივპრესს" უწყებაში განუმარტეს, რომ ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

დაკავება ცოტა ხნის წინ იყო. ამ წუთებში სამხარეო პოლიციასთან ოპოზიციაა მობილიზებული. მათი თქმით, ჟურნალისტი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ "მისი საუბრები არ მოსწონთ". ისინი სამხარეო პოლიციის უფროსისგან განმარტებებს ელოდებიან.

მედიასაშუალების ჟურნალისტ სუზი მიკრტიჩიანის თქმით, დაკავებას წინ არავითარი დაპირისპირება არ უძღოდა. გიორგი კაპანაძე უბრალოდ იდგა, როცა მასთან პოლიცია მივიდა და ხელები გადაუგრიხეს, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს.