ახალი ამბები
მე-14 უბანთან აფხაზურნომრიანი მიკროავტობუსით ამომრჩევლები მოიყვანეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა დათა აქუბარდიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ დღეს კომბინატის უბანში მე-14 საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსით, რომელსაც აფხაზური ნომრები ჰქონდა, ამომრჩევლები მოიყვანეს.


„მოქალაქეებს გავესაუბრე და ვკითხე ვისი ორგანიზაებით იყვცნენ ჩამოსულები, თუმცა მათ არ მიპასუხეს“, - გვითხრა დათა აქუბარდიამ.

ფოტომასალა დათა აქუბარდიამ მოგვაწოდა.