ახალი ამბები
ცესკო-ს წინასწარი მონაცემით, ზუგდიდში გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა
ზუგდიდის საოლქო სააარჩევნო კომისიაში 107 უბნის მონაცემი შევიდა.

წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო.

გიორგი შენგელიამ ხმების 54,18% მიიღო, ხოლო სანდრა რულოვსმა 42,84%.

კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს.

„მონაწილე ამომრჩეველთა რაოდეობამ შეადგინა 56 642 ამომრჩეველი. პროცენტულად 46,88%. რაც შეეხება საჩივრებს, რომლებიც ეხება მცირე პროცედურულ გადაცდომებს, მისი განხილვა მოხდება კანონით დადგენილ ვადებში“, - განაცხადა მირანდა მესხმა.