დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 1%-იც ვერ მიიღეს
ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში
მონაწილე დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების ერთი
პროცენტიც ვერ დააგროვეს.
მერობის 13 კანდიდატს შორის ორი - თენგიზ ჯგუშია და დომენტი სიჭინავა დამოუკიდებელი განდიდატები იყვნენ.
სიჭინავამ 0,72 % ანუ 407 ხმა მიიღო, თენგიზ ჯგუშიამ 249 ხმა, რაც 0,44% -ია.
ზუგდიდის საოლქო სააარჩევნო კომისიაში 107-ვე უბნის მონაცემი შევიდა.
წინასწარი შედეგით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო. მან ხმების 54,18% , ხოლო სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო.
კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს. ამომრჩეველთა რაოდეობამ 56 642 შეადგინა, რაც 46,88%.