ოპოზიციის მიზანი იყო არეულობა და დაძაბულობა, რაც არ განხორციელდა - „ოცნება“ [ვიდეო]
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ირაკლი ჩიქოვანის
განცხადებით,
ისინი ელოდნენ, რომ გიორგი შენგელია ზუგდიდის მერის არჩევნებში
გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა. ჩიქოვანის თქმითვე, ამაში
დარწმუნებული იყო „გაერთიანებული ოპოზიციაც“.
ირაკლი ჩიქოვანს არ უკვირს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში არ აღიარებენ კენჭისყრის შედეგებს:
„მათი დღის წესრიგი არ ყოფილა არჩევნების ჩატარება, მათი დღის წესრიგი იყო ზუგდიდში ყოფილიყო არეულობა და დაძაბულობა. შესაბამისად, ეს დაძაბულობა და ე.წ. დუღილი გადაეტანათ მთელს საქართველოზე. ეს პროექტი არ განხორციელდა, ვერ განხორციელდება და შესაბამისად, ისინი რა თქმა უნდა უკმაყოფილო იქნებიან ამით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის შეფასებით, მერის რიგგარეშე არჩევნები მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა, რისთვისაც მოქალაქეებს მადლობას უხდიან.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო. მან ხმების 54,18%, ხოლო სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო.
ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნებს, რადგან "ეს იყო სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია". რულოვსის თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს. ამომრჩეველთა რაოდეობამ 56 642 შეადგინა, რაც 46,88%-ია.