საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან დაიწყება - სანდრა რულოვსი
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის,
სანდრა რულოვსის განცხადებით, 19 მაისის არჩევნების შემდეგ, რომელიც
რეალურად სპეცოპერაცია იყო, გადაწყვიტეს, საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან
დაიწყონ, რომელიც შემდეგ გადაედება მთელ ქვეყანას და დასრულდება
მთაწმინდაზე, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან.
„ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი მოქმედება და მისი ე.წ. მმართველობა არის უკვე ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს არ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები. იმიტომ, რომ არ შეუძლია. ვერ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს, სოფელს და ქალაქს. ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებული უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვაშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყანას“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
კითხვაზე, როდის წაიყება საპროტესტო გამოსვლები, ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ უკვე დაწყებულია.
რულოვსს ჟურნალისტებმა მისი თანაპარტიელის ნიკა მელიას განცხადების შეფასაება სთხოვეს, რომლის სიტყვებითაც, არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და აქციებისა თუ რევოლუციის დაანონსება.
როგორც რულოვსმა თქვა, მას არ მოუსმენია ნიკა მელიას განცხადება, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენაა.
„ყველას თავისი აზრი აქვს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არის დაკარგული, რადგან ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მისივე სიტყვებით, ამ ბრძოლაში მარტო არ არის და გაერთიანებულ ოპოზიციაში შედიან სხვადასხვა პარტიები და ორგანიზაციები, რომელთა საერთო მტერი არის ბიძინა ივანიშვილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო. მან ხმების 54,18%, ხოლო სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო.
კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს. ამომრჩეველთა რაოდეობამ 56 642 შეადგინა, რაც 46,88%-ია.