ზუგდიდში ქვის სკამებს და საყვავილეებს დადგამენ
ზუგდიდში, დადიანების ეზოს მიმდებარედ
ქვისგან დამზადებული სკამები დგას.
ზუგდიდის მერიის განმარტებით, ეს ქვის დეკორატიული სკამებია, რომელზეც ტენდერი მარტში გამოცხადდა.
მერიაში აცხადებენ, რომ სკამებთან ერთად ქვის საყვავილეებიც მზადდება.
„დეკორატიული სკამები და საყვავილეები ბულვარში, დადიანების ეზოში და იუსტიციის სახლის მიმდებარედ განთავსდება. ქვის სკამები და საყვავილეები ეტაპობრივად ჩამოდის. ჯერ სამი ლოკაცია გვაქვს განსაზღვრული, თუმცა შესაძლოა სხვა ადგილებზეც განთავსდეს“, - აცხადებენ მერიაში.
ქვის სკამები 28 ათას 500 ლარის ღირებულებისაა, ხოლო საყვავილეები 83 ათას 500 ლარის.