ახალი ამბები
ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების მიტაცებაა - რაულ ხაჯიმბა
FaceBook Twitter
E-mail Print
დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, ბოლო დღების განმავლობაში ისინი გახდნენ ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ქმდებების მხილველი. ხაჯიმბა ამბობს, რომ ამ ადამიანები თითქოს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობით და მისი მონაწილეობის საკითხით არიან დაინტერესებულები პრეზიდენტის არჩევნებში - სინამდვილეში ფაქტობრივად გაამჟღავნეს თავიანთი რეალური განზრახვა - სახელმწიფო მეთაურის გადადგომის სურვილი.

მისივე თქმით, ადრეც განაცხადა, რომ პრობლემებს, რომელიც უკავშირდება დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სათანადო ყურადღებას უთმობენ. ასევე, რუს სამართალდამცველებთან ერთად, ამ საქმეზე საფუძვლიანი ძიება მიმდინარეობს.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, საკუთარი მიზნების მისაღწევად, ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების შესახებ განაცხადა, პარარელურად კი ცენტრალური საავტომობილო გზები გადაკეტეს და კიდევ სხვა გზებით ცდილობენ "ქვეყანაში" დესტაბილიზაციის შექმნას. ეს ყველაფერი საკურორტო სეზონის დასაწყისში ხდება. ასეთმა დაძაბულობამ, ხაჯიმბას განმარტებით, სამწუხაროდ შესაძლოა შეაშინოს ბევრი დამსვენებელი.

"ოპოზიციის ქმედებებმა გაამწვავა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება. ფაქტებს, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში, მიუთითებს ხელში ხელისუფლების ჩაგდების მცდელობაზე. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერს დემოკრატიული მისწრაფებებით ხსნის", - აცხადებს რაულ ხაჯიმბა.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, აფხაზეთში მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, პროვოკაციული ქმედებების თავიდან ასარიდებლად, რომელსაც შეუძლია შეამციროს მათი "სახელმწიფოს" კონსტიტუციური საფუძვლები.

რაულ ხაჯიმბამ მიმართა ყველას თხოვნით, არ აყვნენ პროვოკაციას, გამოიჩინონ მოთმინება, სიფხიზლე.

აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა წუხელ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან გამავალი ავტომაგისტრალი და მდინარე ბზიფის ხიდი ჩაკეტეს.

აქციის მონაწილეები ე.წ. არჩევნების გადადებას ითხოვენ ოპოზიციური პარტიების კანდიდატის ავადმყოფობის გამო. ასლან ბჟანია, რომელიც ოპოზიციონერების თქმით, მიზანმიმართულად მოწამლეს, ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

არჩევნების გადადებასთან ერთად, შეკრებილების მოთხოვნაა ასევე ე.წ. კანდიდატის საქმის დეტალური და ობიექტური გამოძიება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.