ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღის ზუგდიდის აფიშა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდში გამართავს. სამინისტროს ინფორმაციით, აქტივობები დილის 11 საათიდან დაიწყება.

კერძოდ, ქალაქის ცენტრში იქნება:

► ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი
• ერთიანი საქართველოს მეფეები;
• საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921;
• 1991 დამოუკიდებლობის აღდგენა - რეფერენდუმი;
• ემიგრანტები.

► ზვიად გამსახურდიას სტენდი
• დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ საინფორმაციო სტენდი;

► დამოუკიდებლობის აქტის კონსტრუქცია
• დამოუკიდებლობის აქტზე სიმბოლური ხელმოწერების დატოვება;

► საგამოფენო პავილიონი - "ქვეყნის უსაფრთხოება";

► ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა;

► აუდიო სტენდი - "ერთიანი საქართველო";

► ველოსიპედების ხეივანი;

► საბავშვო-გასართობი სივრცე
• სტრატეგიული თამაში - "გააერთიანე საქართველო"
• თემატური თამაშები ბავშვებისთვის.
• ხატვის საბავშვო სივრცე;
• ზღაპრის გმირები/ანიმატორები;
• კალიგრაფიის მასტერკლასი;
• კალათბურთის ფარი;
• საცოცი კედელი;
• საგზაო მოძრაობის მინი ნიშნები და წესები ბავშვებისთვის;

► სამახსოვრო ფოტო:
• ფოტოების გადაღება/ბეჭდვა;
• გიფის გადაღება;
• ფოტოები დიდ ეკრანებზე;
• ფოტოჩარჩო.

► მოსასვენებელი სივრცე

► 17:00 გაერთიანებული საქართველოს ქორეოგრაფიული პერფორმანსი

► 17:10 ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას

► დასკვნითი კონცერტი: ნათია თოდუა, ვაკის პარკი, რეზო და ბავშვები, ნიკოლშოუ.

"ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი", - აცხადებს სამინისტრო.