რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა
აფხაზეთში ოპოზიციის და მათი მხარდამჭერთა
საპროტესტო აქციები შეთანხმებით დასრულდა. კერძოდ, მეხუთე
"პრეზიდენტს" არა 21 ივლისს, არამედ 25 აგვისტოს აირჩევენ. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ
პარლამენტთან შეკრებილებს საერთოეროვნული მოძრაობის შტაბის
ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხიშბამ განუცხადა. მისი თქმით, რაულ ხაჯიმბა
მაქსიმალურად წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯზე, კონსტიტუციური ნორმების
გათვალისწინებით.
"ამას გარდა, ასლან ბჟანიამ შეუძლია არ ჩააბაროს ენის გამოცდა, რადგან ხაჯიმბა მზადაა თავად დაამოწმოს, რომ ის შესანიშნავად ფლობს აფხაზურ ენას", - აღნიშნა თეიმურაზ ხიშბამ.
მანვე მადლობა გადაუხადა დე ფაქტო პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებისთვის და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, დახმარების და მოთმინებისთვის.
ამ განცხდების შემდეგ მომიტინგეები დაიშალნენ.
ბოლო დღეების განმავლობაში აფხაზეთში ოპოზიციამ საპროტესტო აქციების პარარელურად ცენტრალური საავტომობილო გზების ნაწილიც გადაკეტა. ისინი ე.წ. არჩევნების გადადებას ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიების კანდიდატის ავადმყოფობის გამო. ასლან ბჟანია, რომელიც შეკრებილთა თქმით, მიზანმიმართულად მოწამლეს, ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ასევე, მათი მოთხოვნაა ამ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიება. რაულ ხაჯიმბა ირწმუნება, რომ სამართალდამცველები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით.